Thursday, June 21, 2018
საწრეო მუშაობა
წრის დასახელება ,,გრამატიკული მასალა და წაკითხული ტექსტის გააზრება“
სსსპ საჩხერის სოფელ
იტავაზის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებისათვის ჩამოყალიბდა დამატებითი
გაკვეთილი წრის სახით ,,გრამატიკული მასალა და წაკითხული ტექსტის გააზრება“მისი
შესწავლა და ცოდნის გაღრმავება.განისაზღვრა სამუშაო თემატიკა,შევიმუშავეთ
საქმიანობის წესები,დაცსახეთ მიზნები და ამოცანები.წრის სამუშაო მოიცავს
1-სემესტრს,კვირაშ 1 საათი,მოსწავლეთა რაოდენობა-7პედაგოგი:მელანო
ნამგლაძე
წრის მიზნები და ამოცანები
1.წიგნის კითხვის პოპულარიზაცია
2.მოსწავლეებმა
შეძლონ ცოდნის გაღრმავება;შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და
განვითარება;ძირითადი სამეტყველო უნარების განვითარება(კითხვა,მოსმენა,საუბარი)სხვადასხვა
სახის ტექსტის ადეკვატურად აღქმა და შინაარსის გადმოცემა;საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა მხატვრული ტექსტის მიმართ;
3.შესაბამისი
ენობრივ- გრამატიკული საშუალებების
გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში და გამოუმუშაოს ზეპირი მეტყველების
კულტურა.
4.ნაკლებად
დაინტერესებული მოსწავლის გააქტიურება.
5.მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტიდან წინადადების ამოწერა და
გარჩევა.
6. გრამატიკული წესების ღრმად ცოდნა,რაც ხელს შეუწყობსმოსწავლეებს
მარტივად გაარჩიონ წინადადებები და შეძლონ წინადადებიდან რომელიმე მეტყველების
ნაწილის გარჩევა,რაც მასწავლებლისგან იქნება მითითებული.
7.თანამშრომლობის უნარი
8.ანალიტიკური აზროვნების უნარი
9.განუვითარდებათ
ზეპირმეტყველების,კომუნიკაციის,შეჯამებისა,თვითშეფასების და დასკვნების გაკეთების
უნარი.
წრის სამუშაო გეგმა
#
|
საწრეო მუშაობის პროგრამა
|
ხანგრძლივობა
|
მუშაობის ფორმები
|
კლასი
|
დრო
|
1.
|
რუქნადინის დამარცხება
|
1სთ
|
საერთო ჩართულობა
|
მე-3 კლასი
|
6.II.2018
|
2.
|
ქართული პროზის საგანძური
|
1სთ
|
ჯგუფური მუშაობა
|
მე-3 კლასი
|
13.II.2018
|
3.
|
არს.სახ.რიცხვი
|
1სთ
|
ინდივიდუალური
|
მე-3 კლასი
|
20.II.2018
|
4.
|
მგლის ბერად შედგომა
|
1სთ
|
მცირე ჯგუფი
|
მე-3 კლასი
|
27.II.2018
|
5.
|
მეტყველების
ეტიკეტური ნორმები
|
1სთ
|
საერთო
ჩართულობა
|
მე-3
კლასი
|
6.III.2018
|
6.
|
მეთოდი ,,ორიენტირებული კითხვა“
|
1სთ
|
ინდივიდუალური
|
მე-3 კლასი
|
13.III.2018
|
7.
|
ედემის ყვავილი
|
1სთ
|
მთელი ჯგუფი
|
მე-3 კლასი
|
20.III.2018
|
8.
|
ი.გოგებაშვილის-იავნანამ რა ჰქმნა?
|
1სთ
|
ჩართულია მთელი ჯგუფი
|
მე-3 კლასი
|
27.III.2018
|
9.
|
ილია ჭავჭავაძე:გლახის ნაამბობი
|
1სთ
|
წყვილებში
|
მე-3 კლასი
|
3.IV.2018
|
10.
|
ინტერნეტის საშუალებით საკითხავი ლიტერატურის
შერჩევა
|
1სთ
|
ინდივიდუალური
|
მე-3 კლასი
|
10.IV.2018
|
11.
|
მოქ.აღმ.სიტყები და მათი კითხვები
|
1სთ
|
ინდივიდუალური,წყვილებში
|
მე-3 კლასი
|
17.IV.2018
|
12.
|
ზმნის რიცხვი
|
1სთ
|
ინდივიდუალური
|
მე-3 კლასი
|
24.IV.2018
|
|
ცხრა ძმა ხერხეულიძე
|
1სთ
|
საერთო კლასი
|
|
1.V.2018
|
13.
|
თამარ მეფე
|
1სთ
|
მკითხველთა თეატრი საერთო ჩართულობა
|
მე-3 კლასი
|
8.V.2018
|
14.
|
სააზროვნო შემოქმედებითი თამაში რა? სად? როდის?
|
1სთ
|
ჯგუფური
|
მე-3 კლასი
|
15.V.2018
|
15.
|
ყვავილების ნადიმი
|
1სთ
|
საერთო კლასი
|
მე-3 კლასი
|
22.V.2018
|
16.
|
ჩემი საყვარელი ლექსი- მხატვრული კითხვა
|
1სთ
|
საერთო კლასი
|
მე-3კლასი
|
29.V.2018
|
17.
|
ლომის
ერთგულება(შეკითხვების დაფა)
|
1სთ
|
საერთო ჩართულობა
|
მე-3 კლასი
|
5.VI.2018
|
18.
|
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა
|
1სთ
|
ინდივიდუალური
|
მე-3 კლასი
|
12.VI.2018
|
კითხვის დაწყებამდე:-მკითხველის
ქმედება:განსაზღვრავს მოცემული ტექსტის\მოთხრობის წაკითხვის მიზანს;სვამს
შეკითხვებს;აყალიბებს ვარაუდებს ტექსტის გარშემო;ააქტიურებს არსებულ ცოდნას თემის
ირგვლივ.
შედეგი:აღძრულია
კითხვის მოტივაცია ;გააქტიურებულია არსებული
ცოდნა ტექსტისა და გრამატიკულ მასალას შორის.შერჩეულია კითხვის სტრატეგიები.
მეთოდები რომელიც გამოვიყენე საწრეო მუშაობის პროცესში;-მკითხველთა
თეატრი,გონებრივი იერიში,როლური თამაში,დისკუსია,ვენის დიაგრამა და შეკითხვების
დაფა.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
კვირაში ერთხელ,სამშაბათს მე-5
გაკვეთილზე მე-3 კლასში ვატარებდი საწრეო მუშაობას.წრეზე განსახილველი თემები
წინასწარ არის გაწერილი,რომელიც ემსახურება მოსწავლის,როგორც სააზროვნო,ასევე
წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში,რაც
მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება.გარკვეული
წლებია,ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება,მოსწავლეებს ცალკე
არა აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო,ამიტომ ბუნებრივია თუ უფრო გაღრმავებულად და
კარგად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას.მიზნის სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი
მოსალოდნელი შეცდომების შესახებ და გზადაგზა ვამეორებიებდი ამა თუ იმ წესს,ხშირად
ვეუბნებოდი, რომ შეცდომის არ უნდა გვეშინოდეს,რადგან ის სწავლის განუყოფელი
ნაწილია,მთავარია შეგვეძლოს მათი გამოვლენა და მათი გაანალიზება.მოსწავლე თავად
პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის
მეცადინეობაზე,ასრულებდნენ სავარჯიშოებს,გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა
საგნისადმი,გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე,იყო ხარვეზებიც მყავს ერთი სუსტი
მოსწავლე რომელსაც უფრო ხშირად ინდივიდუალური მეცადინეობა სჭირდებოდა,დიდი შრომის
სედეგად მივაღწიე დასახულ მიზანს რადგან ამ სუსტ მოსწავლესაც გაუღვივდა ინტერესი
სწავლის მიმართ და შეუყვარდა საგანიც.
პედაგოგი:მელანო ნამგლაძე
Subscribe to:
Posts (Atom)